By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26 www.zestaphoni.ge 0492 25 26 26
 

16-02-2018, 18:24  - კახაბერ მახათაძე ზედა საქარის მოსახლეობას შეხვდა


დიალოგი მოსახლეობასთან. მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე ზედა საქარის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად, მოსახლეობამ მერს წყალმომარაგებისა და მოუწესრიგებელი ელექტრობოძების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დახმარება სთხოვა. როგორც კახაბერ მახათაძემ მათთან საუბრისას განმარტა: სოფლებში, ისე, როგორც გასულ წლებში კვლავ პრიორიტეტული იქნება გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. რაც შეეხება გაუმართავ სადენებს და ელექტრობოძებს, კახაბერ მახათაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ აღნიშნულ საკითხს, როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ენერგოკომპანიის წარმომადგენლებთან გააქტიურებს და შესაბამის ღონისძიებებს დასახავს. დიალოგის დასასრულს მერმა აღნიშნა, რომ შეხვედრები მოსახლეობასთან ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და ის მათ მოსასმენად ყოველთვის მივა.
 

16-02-2018, 14:09  - მუნიციპალიტეტმა ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


მუნიციპალიტეტმა ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ქალაქის მერმა, კახაბერ მახათაძემ, მერიის თანამშრომლებთან და დამოუკიდებელი სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით დღეს ლიტვის რესპუბლიკის დროშაც აღმართეს და ლიტველებს ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული თარიღი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ლიტვის ქალაქ ტაურაგესა და ზესტაფონს შორის ურთიერთობას 80 – იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. 2011 წლის 5 სექტემბერს კი ორ ქალაქს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთობები ორ ქალაქს შორის კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს აერთიანებს.
 

15-02-2018, 19:27  - ტაბაკინის გზის მშენებლობის სამუშაოები კახაბერ მახათაძემ დაათვალიერა


სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ მოადგილესთან, დავით ჩირგაძესთან ერთად დაათვალიერა. წმინდა გიორგის მონასტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა აღნიშნულ დასახლებაში პირველად ხორციელდება. კეთილმოწყობას 2690 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტაბაკინი ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდეს, რადგან სოფელში მოქმედი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მე – 7 მე – 8 საუკუნეებით თარიღდება. სამუშაოები მგფ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 921 173 ლარია.
 

14-02-2018, 14:43  - გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია


გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ევროკავშირის მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე კომისიის მხარდამჭერი პროექტის სამიზნე რეგიონებად თბილისსა და გორთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც არის შერჩული. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას საჯარო მმართველობაში გენდერული მეინსტრიმინგის უზრუნველყოფაში. პროექტის მთავარი კომპონენტებია: ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით; სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა; ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის. პროექტის განხორციელება 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო, პროექტი 2019 წლის მაისში დასრულდება.
 

12-02-2018, 12:59  - ცენტრალური ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბს რეაბილიტაცია უტარდება


სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელ გვირაბსარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. პროექტის მიხედვით, გვირაბის ფეხით სავალი ნაწილი ფილებით მოეწყობა,  შეიღებება გარე ფასადი, დამონტაჟდება განათების სისტემა. კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 54 414 ლარს შეადგენს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი  ქალაქის  მერმა კახაბერ მახათაძემ, მოადგილესთან დავით ჩირგაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის დაკვეთით სამუშაოებს შპს „აკაია“ ახორციელებს. რეაბილიტირებული გვირაბით სარგებლობა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის,  ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვისაც უფრო კომფორტული გახდება.   

 

9-02-2018, 16:40  - ბიბილაშვილის ქუჩაზე სკვერისა და ტროტუარების მოწესრიგება იწყება


ბიბილაშვილის ქუჩის N 3 – ში სკვერისა და ტროტუარების მოწესრიგება იწყება.  ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და მოადგილემ დავით ჩირგაძემ დაათვალიერეს. განსახორციელებელ  სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 129 227 ლარი დაიხარჯება. ბიბილაშვილის ქუჩაზე არსებული ტროტუარები, წლების განმავლობაში იყო დაზიანებული, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქვეითად მოსიარულეებისათვის. მისი განახლება ბეტონის საფარით იგეგმება. კეთილმოეწყობა ასევე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული სკვერიც, სადაც ალექსანდრე ბიბილაშვილის ბიუსტია განთავსებული. მუნიციპალიტეტის დაკვეთით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს „აკაია“ განახორციელებს.  

 

9-02-2018, 12:34  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია დამლაგებლის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია დამლაგებლის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. მსურველებს საჯარო სამსახურის ვებ გვერდზე  www hr.gov. ge  დარეგისტრირების შესაძლებლობა მიმდინარე წლის  17. 02 – მდე  ექნებათ.

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www hr.gov. ge

 

8-02-2018, 14:11  - ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში


ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ დაათვალიერა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, ზაქარიაძის ქუჩაზე  ცენტრალური ხიდიდან – ჩხეიძის ქუჩის ასახვევამდე, ტროტუარების, ბორდიურებისა და დეკორატიული ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტი პირველად ხორციელდება მუნიციპალიტეტში, რომლის დასრულების შემდეგ, ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელი მთლიანად   შეიცვლის იერსახეს. კეთილმოწყობილი უბანი, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ტურისტებისთვის და მგზავრებისთვის იქნება თვალშისაცემი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 279 460 ლარია.  სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აკაია“ ასრულებს.

 

7-02-2018, 17:06  - ფასადების რეაბილიტაცია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში


მუნიციპალიტეტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას ახორციელებს.  მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, კახაბერ მახათაძემ დაათვალიერა.  მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ფასადების აღდგენის სამუშაოები N2  და N 24  – ში მდებარე სახლებს უტარდებათ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 83 000 ლარია.  სამუშაოებს შპს „აკაია“ ასრულებს.  გარდა ფასადების რეაბილიტაციისა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ასევე სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც. 

 

7-02-2018, 12:37  - სოფელ საზანოში საჭიდაო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს


მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ სოფელ საზანოში, საჭიდაო დარბაზის მშენებლობის  სამუშაოები დაათვალიერა. საჭიდაო კომპლექსის მშენებლობა მუნიციპალიტეტის დაკვეთით  პირველად ხორციელდება სოფელში.  პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 157 207 ლარია.  ახალი დარბაზის აშენების შემდეგ,  აღსაზრდელებს შესაძლებლობა ექნებათ ჭიდაობის, როგორც თავისუფალი სტილის სახეობაში, ასევე ძიუდოში ივარჯიშონ.  როგორც კახაბერ მახათაძემ აღნიშნა: ახალი პროექტის განხორციელების შემდეგ, მეტი ახალგაზრდა დაკავდება სპორტით და მათ ამის შესაძლებლობა უკვე საკუთარ სოფელში ექნებათ. ეს ყველაფერი კი ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.  მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან დავით ჩირგაძესთან  ერთად გაეცნო. საჭიდაო დარბაზის მშენებლობის პროცესი გასულ წელს დაიწყო მუნიციპალიტეტში და მისი დასრულება მარტის თვეში იგეგმება. 

 
უკან შემდეგი
>